აშშ - ში იარაღზე კონტროლთან დაკავშირებით დებატები იწყება. ამ პროცესის დაწყებას კონგრესის სენატორების უმრავლესობამ მისცა ხმა. ცეცხლსასროლი იარაღის ვაჭრობაზე კონტროლის გამკაცრება – დემოკრატ ბარაქ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადის მთავარი თემაა. თუმცა მისი ინიციატივა რესპუბლიკელებისა და იარაღით ვაჭრობის მხარდამჭერთა წინააღმდეგობას წააწყდა. რესპუბლიკელი კონგრესმენები კანონპროექტის დაბლოკვით იმუქრებიან და პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში სდებენ ბრალს.
ამ ინიციატივის დაცვა დემოკრატების სასიკეთოდ, ხელისუფლების აქტიური კამპანიის , პოლიტიკური გამოსვლების, საზოგადოებრიობის პროტესტისა და სახალხო აქციების შემდეგ გახდა შესაძლებელი. თუმცა, მათ გამარჯვებაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. დებატები , სავარაუდოდ , დროში გაიწელება, კანონპროექტი კი წარმომდგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, სადაც უმრავლესობას სწორედ რესპუბლიკელები წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები