Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მან პოლიტიკური პარტია შექმნა. ამის შესახებ ცუკერბერგმა "ვაშინგტონ პოსტის" ბლოგზე დაწერა.
პარტიის მიზნებია იმიგრაციული პოლიტიკის განახლება, განათლების სისტემის განვითარება, მეცნიერებაში ინვესტიციების მოზიდვა. ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ ამერიკა ამ მიმართულებით ახალ მიდგომებს საჭიროებს. ცუკერბერგის აზრით, სწორედ ეს მოახდენს გარღვევას ეკონომიკაში.
Facebook-ის შემქმნელის პარტიაში უკვე შევიდნენ "ლინკედინის" დამაარსებელი რეიდ ჰოფმანი, მილიონერები - ჯონ დოერი და ჯიმ ბრეიერი, ასევე Facebook-ის პირველი ქალი-აიტიინჟინერი, რუჩი სანგვი.
მასალის გამოყენების პირობები