ქალაქ ოსაკაში , 222 მეტრი სიგრძისა და 20 კგ–ზე მეტი წონის ყელსაბამი სამი თვის განმავლობაში 28 ათასი 8 მილიმეტრიანი მარგალიტისგან აკინძეს.
ოსაკას სავაჭრო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოფენილი ყლესაბამი ყველაზე გრძელია მსოფლიოში, იტყობინება Japan Times.
2010 წელს, ყელსაბამის დამზადების შემდეგ ის ავტომატურად შევიდა გინესის რეკორდების წიგნში. ეს ახალი რეკორდია. მანამდე იაპონელების მიერ აკინძული მარგალიტის ყელსაბამის სიგრძე — 187 მეტრს შეადგენდა.
აქციის ორგანიზატორია მარგალიტის მომპოვებელი და სამკაულების დამამზადებელი ერთ–ერთი კომპანია. .
მასალის გამოყენების პირობები