დღეს დილით იაპონის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ კობეში მომხადარი 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაშავდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 15 კმ. სიღრმეზე დაფიქსირდა.
კობეში რამდენიმე სახლი დაზიანდა, რომელთა სახურავები ჩამოინგრა და კედლებზე ბზარები გაჩნდა.
აღსანიშნავია რომ, ამ რაიონში 1995 წელს მომხდარმა 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ თითქმით 6,5 ათასი ადამიანი იმხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები