ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საპატრიარქოს გადაეცა. განკარგულება მთავრობამ 21 სექტემებერს გამოსცა. საპატრიარქოს ასევე გადაეცა რეზიდენციის მიმდებარე სანაპირო ზოლი, რომლის ფართობი 11 800 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. სანაცვლოდ, საპატრიარქო საკუთრებაში არსებულ კრწანისის ტყე-პარკს მთავრობას დაუბრუნებს. მათ შორის ხელშეკრულება 49 წლით დაიდო. ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია 34 039 000 ლარად არის შეფასებული.
მასალის გამოყენების პირობები