საზოგადოება
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4075 ლარი გახდა
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4075 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეს ერთი დოლარის შეძენა 2.4075 ლარად იქნება შესაძლებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ერთი ევროს შეძენა 2.6841 ლარად არის შესაძლებელი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები