1978 წლიდან 14 აპრილი "დედა ენის დღედ" ითვლება. ზუსტად 34 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა.
შესაბამისი კანონი კონსტიტუციაში სწორედ 14 აპრილს უნდა შესულიყო, თუმცა მასობრივმა საპროტესტო აქციამ, რომლის ორგანიზატორები ძირითადად სტუდენტები იყვნენ, მოსკოვი აიძულა, უკან დაეხია და სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა.
როგორც წესი ამ დღესთან დაკავშირებით „დედა ენის ბაღში“ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონსძიება იმართება.
მასალის გამოყენების პირობები