Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/a12303.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/a12303.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/a12303.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/a12303.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
შშს 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე განცხადებას ავრცელებს
მიმდინარე წლის 19 აპრილს ქ. თბილისში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ქ. თბილისის მერიას და მანიფესტაციის ორგანიზატორებს საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართავს. სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო ვალდებულებას წარმოადგენს 19 აპრილს დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება. საკოორდინაციო ჯგუფის უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და კანონით გათვალისწინებული მოქმედებების კოორდინირებულად განხორციელება, მათ შორის, მიზანმიმართული პროვოკაციებისაგან თავის დაზღვევის მიზნით რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და ეფექტიანი პრევენციული მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მანიფესტანტების, მათ შორის, იმ პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესრულების და ურთიერთკოორდინირებული მოქმედებების დროული განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქ. თბილისის მერიისა და საქართველოში წარმოდგენილი უფლებადამცველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. დღეს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ჭიკაიძემ წერილობითი ფორმით მიმართა ქ. თბილისის მერ გიგი უგულავას, რათა 17 აპრილამდე შეიქმნას ერთობლივი საკოორდინაციო ჯგუფი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.