მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გირგვლიანის, რობაქიძის, ზურაბ ჟვანიასა და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული საქმის გამოძიება მალე დასრულდება. არჩილ კბილაშვილის თქმით, გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი დაკითხულია და გამოძიების საბოლოო დასკვნა სავარაუდოდ მაისში გახდება ცნობილი. როგორც კბილაშვილმა განაცხადა, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას სიმშვიდე და სიფრთხილე სჭირდება. „ ჟვანიას საქმეს მშვიდი და წყნარი გამოძიება სჭირდება და ჩვენ, სწორედ ასეთ გარემოს ვუქმნით გამომძიებლებს. ამ ეტაპზე არის საგულისხმო სიახლე, თუმცა თავს შევიკავებ დაკონკრეტებისაგან, რადგან ეს გამოძიებას ხელს შეუშლის“, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა. არჩილ კბილაშვილმა საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში პროკურატურის ინტერესია ყველა საქმის გამოძიება ჭეშმარიტად მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები