ელექტრონული პირადობის მოწმობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროსთან 21 აპრილს აქცია გაიმართება.როგორც აქციის ერთერთი ორგანიზატორი ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, აქცია სასულიერო პირებისა და მრევლის ძალისხმევით გაიმართება. მომიტინგეები მსვლელობას 13:00 საათზე ხელოვნების მუზეუმიდან დაიწყებენ. როგორც აქციის ორგანიზატორი იტყობინება, აღნიშნულ საკითხზე 30 000 ხელმოწერაა შეგროებული, რომელიც პრემიერ-მინისტრის აპარატშია ჩაბარებული.
აქცია იუსტიციის სამინისტროსთან 15:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები