საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში ღვთის მსახურება მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოველში სადღესასწაულო ლოცვას და საღვთო ლიტურგიას აღავლენს. მცხეთაში მთელი დღის განმავლობაში კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. ელოდებიან პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს. ღონისძიებები დღის ბოლოს გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები