საზოგადოება
პატრიარქმა 24-საათიანი ლოცვა დააწესა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარებში, მსურველებისთვის 24-საათიანი ლოცვა დააწესა. ამის შესახებ ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.
"საქართველო გამოირჩეოდა ისტორიულად თავისი დიდი ლოცვით, ლოცვებით. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი - შვიდგზის ლოცვა. შვიდჯერ დღეში ლოცულობდა ჯერ კიდევ დავით მეფე, ისრაელისა ფსალმუნთა დამწერელი და აი, დღეს მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და, სვეტიცხოველში განსაკუთრებით, დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება, შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები