"წიგნის დღე წიგნის გარეშე" ლოზუნგით სოლიდარობის აქცია სიმბოლურად ხვალ წიგნების საერთაშორისო დღეს გაიმართება. აქციას 50 მაღაზია შეუერთდება და ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამომცემლობების ნაცვლად წიგნებს განათლების სამინისტროს დაკვეთით სტამბები დაბეჭდავენ და მოსწავლეებს უფასოდ დაურიგებენ. "წიგნის დღე წიგნის გარეშე" ეს ლოზუნგი ყველა იმ მაღაზიის ვიტრინაზე იქნება დატანილი, რომელიც სოლიდარობის აქციას შეურთდება. შეგახსენებთ, რომ განათელბის სამინისტროს გადაწყვეტილებას 17 გამომცემლობა აპროტესტებს.
გამომცემლობა "ბიბლუსის"წარმომადგენელმა მარიამ წამალაშვილმა რადიო "ათინათთან" საუბარში განაცხდა, რომ ამ ეპატზე გამომცემლობაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც გაირკვევა მიიღებს, თუ არა "ბიბლუსი"მონაწილეობას ზემო აღნიშნულ აქციაში
მასალის გამოყენების პირობები