საზოგადოება
საქართველოში 15 ოქტომბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. სააგენტო აღნიშნულ ცნობას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ღამის საათებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, რამაც შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს. "გაცნობებთ, რომ 14-15 ოქტომბერს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს ძირითად მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.