"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს.
თამარ ჩერგოლეიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სამართალდარღვევა არ მომხდარა, რადგან ბოძი, რომელზეც მან პლაკატი გააკრა უკვე დამახინჯებული იყო.
ხელწერილით გათავისუფლებულების სასამართლო პროცესი დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული. გამოძიება მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 150-ე მუხლით ედავება, რაც ქალაქის იერ-სახის დაზიანებას გულისხმობს.
"გაზპრომთან" მოლაპარაკების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს.
სამართალდამცავებმა თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები