არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახელით, რათა გამოვხატოთ განსაკუთრებული შეშფოთება უკანასკნელ პერიოდში მედიის თავისუფლების კუთხით განვითარებული საგანგაშო მოვლენებისა და დამოუკიდებელ კომერციულ სატელევიზიო არხ “რუსთავი 2”-ზე ხელისუფლების მხრიდან განუწყვეტელი შეტევებისა და ზეწოლის გამო.
სასამართლომ სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა “რუსთავი 2”-ის ფინანსური მდგრადობა ფინანსური შეზღუდვები არხის ეფექტურ ფუნქციონირებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ “რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს.
საქართველოში ბოლო დროს გაუარესებული მდგომარეობა დემოკრატიის კუთხით ხშირად მოექცა საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკის ქვეშ, რაც განპირობებული იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებით, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში მოთავსების მიზნით წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებით და ძლიერ პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს არსებობით. შესაბამისად, ამ მიმართვის ადრესატებს ვთხოვთ, დააყენონ ეს საკითხები საქართველოს ხელისუფლების წინაშე და მოითხოვოთ “რუსთავი 2″-ზე პოლიტიკურად მოტივირებული შეტევების შეჩერება. საქართველოს დემოკრატიულობისთვის აუცილებელია მედიის პლურალიზმის, პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისკენ მიმავალ პერიოდში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები