საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი "საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია". "იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც საკუთარი, ვთქვათ, მაკროეკონომიკური პროგნოზები აქვთ, დავსხდებით, გავივლით მათ პროგნოზებს, ჩვენ შევთავაზებთ ჩვენ ვარიანტს. ჩვენ არ გავურბივართ სიძნელეებს", - განაცხადა მან. მთავრობამ საქართველოს პარლამენტს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი 5 ნოემბერს უნდა წარუდგინოს.
მასალის გამოყენების პირობები