შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ შესაძლოა გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დათა ახალაიას "შეღავათი გაუწიონ.
"დათა ახალაია იყო კუდ-ის ხელმძღვანელი და მას ხელი მიუწვდებოდა ბევრ ინფორმაციაზე, ამიტომ ჩვენს უწყებასთან მისი თანამშრომლობა საინტერესო იქნება. გამორიცხული არ არის, აქედან გამომდინარე, მას შეღავათიც გავუწიოთ. თუ დათა ახალაიას აქვს სურვილი, თავის ქვეყანასა და ხალხს უთხრას სიმართლე, რა ხდებოდა რეალურად და რა დავალებებს აძლევდნენ მას, ეს დაეხმარება გამოძიებას იმ მრავალი საქმის გახსნაში, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული. საბოლოო ჯამში კი ეს ქვეყანას წაადგება. არ გამოვრიცხავ მასთან თანამშრომლობას, გამოძიებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები