ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე სამართალდამცავებმა ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს შს სამინისტროს პრესამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ადასტურებს.
ინფორმაციის თანახმად, აბსანძისთვის საფრანგეთიდან გამოგზავნილ ამანათში ,,მარიხუანა" იქნა აღმოჩენილი.
საქმე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.შს სამინისტროს პრესამსახურის თქმით, დღის განმავლობაში შესაძლოა, წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდეს.
ირაკლი აბსანძე ტელეკომპანია "მე 9" არხის პროდიუსერი იყო. ამჟამად ის "ლიბერალში" მუშაობს პარალელურად, რამდენიმე უცხოური საინფორმაციო სააგენტოსთვის სტატიებს წერს და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წვრია.
მასალის გამოყენების პირობები