ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორს, ირაკლი აბსანძეს არსაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდა და რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალი ლიბერალი ავრცელებს.
ირაკლი აბსანძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ედებოდა, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანას გულისხმობს.
"ლიბერალში" აცხადებენ, რომ ირაკლიმ მეგობრისგან ამანათი მიიღო, სადაც სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა.
"აბსანძემ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა იდო ამანათში. ფოსტიდან წერილი იმის შესახებ, რომ ირაკლის სახელზე ამანათია მოსული, რედაქციაში დაახლოებით 6 დღის წინ მოვიდა" - აღნიშნულია "ლიბერალის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები