მესტიაში უცნობმა პირებმა, რომლებსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წითლად შეღებვა სურდათ, მცირე შეცდომა დაუშვეს და საღებავი შენობის მარჯვენა მხარეს შეასხეს, სადაც გამგეობის კულტურის სახლი და ბიბლიოთეკაა განთავსებული. ადგილობრივების თქმით, შენობის მარცხენა მხარეს, მეორე სართულზე ნამდვილად იყო პარტიის ოფისი, თუმცა ისინი იქ მხოლოდ არჩევნებამდე მუშაობდნენ.
ცნობისთვის, რეგიონებში ბოლო რამდენიმე დღეა ყოფილი მმართველი პარტიის ოფისებს არბევენ და წითელი საღებავებით ღებავენ.
ფოტო - რადიო ,,ათინათი''
მასალის გამოყენების პირობები