საზოგადოება
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს წამების კადრების ფრაგმენტების გავრცელების გამო. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პოლიტიკოსებს, მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეწყვიტონ ძალადობრივი შინაარსის მქონე კადრების გავრცელება, ასევე ძალადობის გამართლება, მისი ნორმალიზაცია, კონფლიქტის მასშტაბის ზრდისა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. „ვთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რომ ნებით ან უნებურად ხელი არ შეუწყონ პირველ რიგში, წამების მსხვერპლი ადამიანების ხელახალ ტრავმირებას და ასევე, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების (განსაკუთრებით, ბავშვებისა და მოზარდების) და მთლიანად საზოგადოების ტრავმირებას. სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, წამებისა და ძალადობის კადრების ტირაჟირებისას იზრდება შემდეგი რისკები: -ნაწამებ ადამიანებში წამების ტრავმასთან დაკავშირებული მძიმე ემოციები ცოცხლდება, ხდება რეტრავმატიზაცია; -ადამიანი, რომელიც ძალადობრივ კადრებს უყურებს, ძლიერი ემოციების ფონზე, მსხვერპლთან ან აგრესორთან იდენტიფიცირდება, რაც მასში შიშს, უსუსურობას, სიძულვილს იწვევს, და სწორედ ეს სულისკვეთება მკვიდრდება საზოგადოებაშიც; -მოზარდ თაობაში ზრდასრულთა სამყაროს მიმართ უნდობლობა და დაუცველობის განცდა, განუკითხაობისა და ნიჰილიზმის განწყობები ჩნდება, რაც ვნებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზრდის ასოციალური ქცევის რისკს; - ძალადობის ტირაჟირება იწვევს ადამიანის/საზოგადოების მხრიდან მისთვის “თვალის შეჩვევას“, ძალადობის ნორმალიზაციას, მის ნორმად ქცევას. ძალადობაზე საპასუხო ძალადობა ხელს უშლის ქართულ საზოგადოებას გამოვიდეს მსხვერპლი-აგრესორის მანკიერი წრიდან. ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ უკანასკნელ დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დარბევის ფაქტები მოხდა. წამებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირება აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომით, კონსტიტუციის ფარგლებში, საზოგადოების მონაწილეობით, ობიექტური გამოძიების საფუძველზე დამნაშავეების გამოვლენა-დასჯითა და დაზარალებულების მიმართ ზრუნვითა და მათი რეაბილიტაციით უნდა განხორციელდეს. საზოგადოებაში უნდა ამუშავდეს დიალოგის, მონანიებისა და პატიების ინსტრუმენტები რომ უზრუნველყოფილი იყოს დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიანი თანაარსებობა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყონ პოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარება. მოვუწოდებთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავრცელებენ წამების ვიდეო-მასალებს, შეწყვიტონ ეს მანკიერი პრაქტიკა“, - ნათქვამია საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.