გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ცნობით, თვის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონებში ცვალებადი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. მაღალმთაში კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი, რომელიც შემდეგ თოვლში გადავა.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოში 27 ოქტომბერს დაბლობში 12-17 გრადუსი იქნება, 28 ოქტომბერს - 13-18 გრადუსი, 29 ოქტომბერს - 13-18 გრადუსი; 30 ოქტომბერს კი 14-18 გრადუსი.
კერძოდ, 28 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით თოვლჭყაპი იქნება, 29ოქტომბრიდან კი თოვლჭყაპი თოვლში გადაიზრდება. კერძოდ, ითოვებს გუდაურში, ყაზბეგში.
მასალის გამოყენების პირობები