ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე აცხადებს პრეტენზიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილს ხვდება. ხალვაშს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად იმყოფება. საუბრის თემა, სავარაუდოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ დავას შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები