ინტერნეტთავისუფლების თვალსაზრისით საქართველო თავისუფალი, პრესის თავისუფლების კუთხით კი -ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2015 წლის ინტერნეტთავისუფლების ანგარიში, სადაც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, ცენზურისა და ინტერნეტში მომხმარებელთა უფლებების კუთხით მდგომარეობაა მიმოხილული.
ანგარიში 2014 წლის ივნისი-2015 წლის მაისის პერიოდს მოიცავს. Freedom House-ი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ დაფიქსირებულა სოციალური მედიისა და ICT (საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) აპლიკაციების, ასევე პოლიტიკური და სოციალური კონტენტების დაბლოკვის ფაქტები. ასევე არ მომხდარა ბლოგერებისა თუ ICT-მომხმარებელთა დაკავების ფაქტები. Freedom House-ი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინტერნეტი მოსახლეობის 49%-ს აქვს.
ინტერნეტის ხელმისაწვდომობის დამაბრკოლებელი ფაქტორების თვალსაზრისით საქართველომ 25-ბალიანი სისტემით 7 ქულა მიიღო, აქედან საუკუთესო მაჩვენებელი - 0-ია.
მასალის გამოყენების პირობები