"რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ კვლავ გადადო. პროცესი ორშაბათს 11:00 საათზე დაინიშნა. აღნიშნული შუამდგომლობით მოსამართლეს კვლავ "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა მიმართეს. "რუსთავი 2"-ის ადვოკატების თქმით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების თაობაზე მოსარჩელე მხარე დაეთანხმა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატების თქმით, პროცესის გადადების პრობლემა არ არსებობს. ხოლო იმისთვის, რათა მხარეები თანაბარ პირობებში იყვნენ, მოსარჩელე მხარეს ადვოკატმა, პაატა სალიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მომავალ სხდომაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხდომა გადაიდებოდა, მისცემოდათ მოსარჩელე მხარეს საპაექრო სიტყვის დასკვნის სახით მცირე ვადაში ჩამოყალიბება.
მასალის გამოყენების პირობები