ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3973 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ოდნავ გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3973 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3962 ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან, ერთი ევროს შეძენა 2.6289 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6502 ლარს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები