ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
„ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში, შესაბამისად, სიმბოლურად დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ"- განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით ანაცვლებს. მოცემული პერიოდისთვის ბანკს მარაგების შევსება უწევდა. შესაბამისად, ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს.
განახლდა ბანკნოტის ზომები, გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ზომების დიაგონალური სიმეტრიული ზრდის პრინციპი. ახალი ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი დამცავი ნიშნებით, მათ შორის დატანილია ნომინალის ამოცნობის ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
მასალის გამოყენების პირობები