სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის დანიშვნის შემდეგ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური სოლიდარობას უცხადებს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება როგორც მათი უსაფრთხოება, ისევე უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა", - ნათქვამია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
მასალის გამოყენების პირობები