ამერიკის საელჩო საქართველოში „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წუხანდელ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
საელჩოს განცხადებას „ათინათი“ უცვლელად გთავაზობთ.
„აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთვი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
მასალის გამოყენების პირობები