Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/finansta-saministro.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის პროექტებში განხორციელებული ფინანსური მაქინაციების გამო 10 მოქალაქე დააკავეს
სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისას ჩადენილი ფინანსური მაქინაციების გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 10 მოქალაქე დააკავა. გამოძიების მტკიცებით, აღნიშნული პირები სოფლის მეურნეობის 300 ლარიანი ვაუჩერების გამოყენებით უკანონო ოპერაციებს ახორციელებდნენ. როგორც საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები გამოავლინეს. "მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერში მითითებული იყო, დაუშვებელია სასოფლო სამეურნეო ბარათების მიღება ფულადი თანხის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს მისი კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები. კერძოდ, პროგრამის მონაწილე მეწარმეები თავიანთ სავაჭრო ობიექტებში გლეხებისგან თანხის სანაცვლოდ იბარებდნენ ვაუჩერებს რეალურზე ნაკლებ ფასად. აყალბებდნენ მონაცემებს, რითაც ადასტურებდნენ, თითქოს ფერმერს ვაუჩერში მითითებული შესაბამისი თანხის საქონელი და ინვენტარი მიჰყიდეს. ამის შემდეგ, ვაუჩერის ბანკში წარდგენით იღებდნენ ბარათში დაფიქსირებულ სრულ თანხას. ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, პროგრამის მონაწილე მეწარმეებმა თაღლითური გზით მიითვისეს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის ფორმად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე. ასევე, გამოძიება სწავლობს სოფლის მეურნბეობის სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა საკითხს, რომლებსაც ევალებოდათ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე კონტროლი.", - აღნიშნა ნათია სუხიაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.