გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის
ცნობით, 9 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე ამინდი მთელ საქართველოში
გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. ასევე,
იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოში , ხოლო მაღალმთაში მოთოვს. რაც
შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 9 ნოემბერს
10-15 გრადუსი იქნება, შემდეგ დღეებში კიდევ უფრო დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9 ნოემბერს დღისით ტემპერატურა წინა
დღეებთან შედარებით მოიმატებს და 12-17 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები