Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
სახალხო დამცველი საქართველოს შსს-ს მიმართავს, რომ ხელი შეუწყონ ჟურნალისებს მუშაობაში
გუშინ რუსთაველის გამზირზე „ლაბორატორია 1918“- ის მიერ გამარტული აქციის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავსირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავზობთ. "საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე „ლაბორატორია 1918“- ის მიერ მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის შეხლა-შემოხლასთან დაკავშირებით, რასაც მანიფესტანტების, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტის დაკავება მოჰყვა. გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა ჟურნალისტებისათვის მიმდინარე პროცესების გადაღებაში ხელისშეშლა ან/და შეფერხება. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად უზრუნველყოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება. მით უფრო დაუშვებელია მათთვის რაიმე სახის დაბრკოლებების შექმნა. აქვე დასადგენი და შესაფასებელია სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალისა და ღონისძიებების პროპორციულობისა და აუცილებლობის საკითხი. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აგრძელებენ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი გააკეთებს საჯარო განცხადებას მომხდარის სამართლებრივი შეფასების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე დააკვირდებიან ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც დაკავებული მანიფესტანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს,"-აღნიშნულია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.