დეპარტამენტის განმარტებით, დიდთოვლობის გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში–უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო შეზღუდვებია გზებზე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონშიც.
მასალის გამოყენების პირობები