საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში მომხდარ ტერაქთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მომხდარს აფასებს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას ამ მძიმე ჟამს და ვუცხადებ მათ თანადგომას. პირადად ჩემი და საქართველოს ხელისუფლების სახელით სასტიკად ვგმობ მომხდარს. მიმაჩნია, რომ ტერორისტული აქტები პარიზში, რომელებსაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე
ტერორისტული თავდასხმები პარიზზე: მოკლულია 100-ზე მეტი ადამიანი
მასალის გამოყენების პირობები