მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, დიდ შაბათს, იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესის შესრულება დაახლოებით 06.00 საათის შემდეგ დაიწყო. სამღვდელოების წარმომადგენლები გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს სამჯერ შემოატარებენ. გარდამოხსნის შემოტარების წესს საღმრთო ლიტურგია მოყვება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ აუწყა, რომ უფალი აღსდგა.
დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის ბრწყინვალე აღდგომით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები