Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-nanuashvili-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-nanuashvili-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-nanuashvili-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ucha-nanuashvili-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
სახალხო დამცველმა შშმ- პირების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მთავრობას რეკომნდეციით მიმართა
სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციით მიმართა. ომბუცმენის აპარატის ცნობით "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულაციების რევიზია, დახვეწა და განახლება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ყველა სფეროში მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები მათთვის ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. ამასთან შესაბამისი ორგანოების მიერ მოხდეს სხვადასხვა ნორმატიული აქტით დაწესებული რეგულაციების განხორციელების მონიტორინგი და დაწესებული სანქციების ამოქმედება. "საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და აღნიშნული უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით 2013 წელი საქართველოში გამოცხადებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად. საქართველოს სახალხო დამცველი სრულად იზიარებს იმ მოსაზრებას, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია აღნიშნულ პირებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით უნდა იქნას მიღწეული. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სოციალური ინფრასტრუქტურით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი სარგებლობისათვის პირობების შექმნა, არსებული ბარიერების აღმოფხვრა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნვეყოფილნი უნდა იყვნენ თანაბარი ხელმისაწვდომობით და მათთვის დადგენილი პირობების შექმნისგან თავის არიდება, ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას აღნიშნულ პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. "საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის მიხედვით განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ორგანო, სხვადასხვა ნორმატიული აქტით დაწესებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობა-ნაგებობებისა და საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენების უზრუნველყოფის პირობები, საკითხი დღემდე არ არის სათანადოდ მოგვარებული. შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მუდმივად აწყდებიან სხვადასხვა სახის ბარიერებს", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.