თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ისევ პრობლემებია.
ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა ისევ
აიკრძალა ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთზე. ამ დროისთვის მოძრაობა
გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და
დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები