სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ქართულ ენაზე ISIS-ის პროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც სუს-ის მაღალჩინოსანმა გადაცემა „მაესტროს ფაქტორში" საუბრისას განაცხადა, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით მსგავსი ვებ-გვერდების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში მიზანშეწონილიც იყო.
"გამოძიება დაწყებულია და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით. თუმცა, ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებ-გვერდების არსებობა აიკრძალოს", - განაცხადა იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები