გვინეის დედაქალაქ კონაკრიში გამოჯანმრთელდა და სამკურნალო ცენტრიდან გაიწერა 19 დღის წინ დაბადებული ჩვილი. ის უკანასკნელი პაციენტია, რომელსაც ბოლოს დაუდასტურდა ებოლას ციებ-ცხელების დიაგნოზი.
ებოლას მკურნალობის საკოორდინაციო კავშირის წარმომადგენლის ფოდე ტასა სილას განმარტებით, ბავშვის მკურნალობის შემდეგ გაკეთდა ორი ტესტი, რომლებმაც უარყოფითი შედეგები უჩვენა.
Reuters-ის ინფორმაციით, ვირუსის მკურნალობის ცენტრში ჩვილი ებოლათი დაავადებულმა დედამ გააჩინა, რომლის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
გვინეა ებოლას ვირუსისგან თავისუფალ ქვეყანად იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ მომავალი 6 კვირის განმავლობაში იქ დაავადების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდება.
მეზობელი სიერა - ლეონე და ლიბერია უკვე გამოცხადდნენ ებოლასგან თავისუფალ ქვეყნებად.
მასალის გამოყენების პირობები