საზოგადოება
სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში რიგით 41-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 797 ბავშვს მონათლავს. ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ უწმინდესი ნათლულებს დალოცავს.
ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 25.943 ნათლული ჰყავს.
ილია მეორის ინიციატივით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილის ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ხდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები