თურქულმა მოიერიშეებმა თურქეთ-სირიის საზღვრთან თვითმფრინავი შემდეგ ჩამოაგდეს, რაც მან თურქულისაჰაერო სივრცე დაარღვია და გაფრთხილებაზე რეაგირება არ მოახდინა.
ჯერჯერობით დაუდგენელია, ვის ეკუთვნის თვითმფრინავი.
ამასთან, ტელეარხ "ალ- ჯაზირას" ინფორმაციით, სირიის ქალაქ ლატაკის მახლობლად რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ სირიის საზღვართან განვითრებული მოვლენების გამო ნატოსა და გაეროსთან საგანგებო კონსულტაციების გამართვის შესახებ განკარგულება გასცა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები რუსულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები