Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/davit-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/davit-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/davit-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/davit-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
დავით სერგეენკოს განცხადებით აბორტთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აბორტთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაოდ დედათა და ბავშვთა საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცალსახაა, რომ არსებული სტატუსის შენარჩუნება სწორი არ იქნება და აუცილებელია, რომ ცვლილებები გატარდეს, თუმცა აქვე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ აბორტის პრობლემა საქართველოსთვის უნიკალური არ არის, თუმცა ეს ჩვენ შეღავათს არ გვაძლევს. ამ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად წყვეტენ, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ რეალობას, კულტურულ-სოციალურ-რელიგიურ სტატუსებს. ასე, რომ ცვლილებები რა თქმა უნდა, გასატარებელია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გატარდეს კომპლექსურად. ზოგადი პასუხით რომ არ შემოვიფარგლო, ვაცხადებ, რომ ახლადშექმნილი დედათა და ბავშვთა საბჭოს ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ პროექტისა და სტრატეგიის გაწერით დაკავდება. საბოლოო დაგროვილი სტატისტიკა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, საკმარისია და ვფიქრობ, რომ ასეთი მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი ამ ამოცანას ეფექტურად შეასრულებს", - განაცხადა სერგეენკომ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.