თბილისის სამარშრუტო ტაქსებში ვიდეოკამერების დამონტაჯება დაიწყო. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" რამდენიმე სამარშრუტო ტაქსში ვიდეოკამერებიუკვე დაამონტაჟა.
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ინფორმაციით, ამჟამად, პროექტი სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს, რომელიც მაისის შუა რიცხვებში დასრულდება და ეტაპობრივად გაგრძელდება.
"თბილისის მიკორავტობუსში" კამერების დამონტაჟებას მგზავრთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხსნიან. მათივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ასევე განპირობებულია მომსახურების ხარისხის ამაღლებითა და მგზავრთა რეალური ნაკადის დადგენით.
მასალის გამოყენების პირობები