საზოგადოება
ზუგდიდის სკოლის დირექტორებს სან დიეგოს უნივერსიტეტი გააცნეს
ასოციაცია „ათინათში“ საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილს სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თავის მხრივ, პედაგოგები აღნიშნული უნივერსიტეტის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს მოსწავლეებს გააცნობენ.  

სან დიეგოს უნივერსიტეტი ქართველ აბიტურიენტებს საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს. საბოლოოდ, სტუდენტები ამერიკულ დიპლომს მიიღებენ.

როგორც შეხვედრაზე უნივერსიტეტის კოორდინატორმა თამარ თოდუამ აღნიშნა, უნივერსიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, ელექტრონული ინჟინერია, ქიმია (ბიოქიმიის განხრით) და კომპიუტერული პროგრამები. მისი თქმით, ეს პროგრამები სტუდენტებისთვის შეთავაზებულია სამი ადგილობრივი უნივერსიტეტის - ილიას უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - მეშვეობით.

ცნობისთვის, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ აშშ-სა და საქართველოს შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში გაფორმდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.