2016 წელს აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი
სიახლეა - რეგისტრაცია წელს სამ
ეტაპად ჩატარდება.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადა და განმარტა, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი ხვალ, 9
თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18:00 საათამდე
გაგრძელდება.
რეგიტრაციის ფარგლებში აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა,
საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება
შეეძლებათ.
"შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა
1-ელ ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა. ამ
პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. ამ ეტაპის
დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამომათვალში ცვლილება ვეღარ
განხორციელდება", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი
სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო
განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები