სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ახალი კორონავირუსი NcoV მჭიდრო კონტაქტისას ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ უკვე მეორე ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით. ავადმოყოფი ერთ პალატაში დუბაიდან ახლახან ჩამოსულ პაციენტთან იმყოფებოდა. ცნობილია NcoV-ით დაინფიცირება პნევმონიას, რიგ შემთხვევაში კი თირკმელებთან დაკავშირებულ გართულებებს იწვევს.
თავდაპირველად კორონავირუსის ახალი შტამი საუდის არაბეთსა და იორდანიაში აღმოაჩინეს, თუმცა, ამჟამად ის ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერემნიაშია გავრცელებული.
მასალის გამოყენების პირობები