რეგიონი
უპატრონო ძაღლების თავშესაფრით უზრუნველყოფაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ "ზუგდიდდასუფთავებამ" უპატრონო ძაღლების თავშესაფრით დროებით უზრუნველყოფაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 12 ათასი ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 18 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ქალაქის ტერიტორიიდან მოხეტიალე, უპატრონო ძაღლების დაჭერა, ტრანსპორტირება – თავშესაფარში გადაყვანა, დაჭერილი ცხოველების გაუვნებელყოფა, ვეტერინარული მომსახურების გაწევა (ევთანაზიია, სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია), მარკირება და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ბუნებრივ არეალში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. მომსახურება 200 ძაღლზეა გათვლილი.

ცნობისთვის, უპატრონო ძაღლების თავშესაფარში დროებით გადაყვანაზე და შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე "ზუგდიდდასაუფთავების" მიერ გამოცხადებულ ტენდერში ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძემ გაიმარჯვა, თუმცა ეს ფაქტი ცხოველთა მოყვარულებმა გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, ოზურგეთის თავშესაფარში ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან. "ზუგდიდდასუფღთავებამ" აღნიშნულ მეწარმესთან ხელსეკრულება რამდენიმე დღის წინ გააუქმა. მანამდე, "ზუგდიდდასუფთავებასა" და ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს შორის ხელსეკრულება 2015 წელს გაფორმდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.