ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, "საპარტნიორო ფონდის" მიერ
განხორციელებული ახალი სავაჭრო
კომპლექსის პროექტის ფარგლებში, "თეგეტა მოტორსმა" ახალი სერვისცენტრი
გახსნა.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, "თეგეტა მოტორსმა" 350 000
ლარზე მეტი ინვესტირება ჩადო აღნიშნულ პროექტში და სერვისცენტრი
ევროპული ხარისხის დანადგარებით და მოწყობილობებით აღჭურვა.
"თვეების განმავლობაში მიდიოდა შერჩეული, ადგილობრივი კადრების
მომზადება სათაო ოფისში, თბილისში, რომლებმაც სპეციალიზებული
ტრენინგები გაიარეს პროდუქტების და სერვისის კუთხით. აღნიშნული
სერვისცენტრი მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს და სრულად
დააკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის, თუ კლიენტის მოთხოვნებს", -
აღნიშნა "ტეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილე
გიორგი მშვილდაძემ.
1995 წელს დაარსებულმა კომპანიამ განვითარების დიდი და საინტერესო გზა
განვლო და დღეს უკვე ჰოლდინგს წარმოადგენს, რომელშიც 6 შვილობილი
კომპანიაა გაერთიანებული. 20 წლიანი გამოცდილება უსაფრთხო
მომავლისთვის! ეს თეგეტას დევიზია, რაც უკავშირდება უდიდეს
გამოცდილებას საავტომობილო სფეროში.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები