საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი: “რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდები ბაკალავრისა და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა პროფესიებს ჩეხეთის აგრარულ უნივერსიტეტში, ჩეხეთის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, ჩარლზის უნივერსიტეტში, ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტში და პრაღის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში ეუფლებიან.

“თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც მიიღეს განათლება დასავლეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ მონაწილე ყველა იმ პროცესის, რაც დღეს საქართველოში ხდება და კიდევ მეტი მოხდება.” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის დასაწყისში.

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საგარეო პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში დიდ წარმატებას მიაღწია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადებითად აფასებენ. პოზიტიურად შეფასდა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეფორმების პროცესს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს. საუბარია 4 პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს ამ გეგმის არსი დეტალურად გააცნო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს საპენსიო რეფორმაზეც ესაუბრა, რომელიც 2017 წლის მესამე კვარტალიდან ამოქმედდება. ასევე დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელზეც მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად იმუშავებს.

სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია განათლების სფეროში დაგეგმილმა რეფორმამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ რეფორმის წინაპირობა იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც მთავრობა ჩაატარებს.

,, ეს იქნება დინამიკური კვლევა უახლოესი 5 წლისათვის, რათა განვსაზღვროთ იმ პროფესიების რაოდენობა, რომელიც საქართველოს დასჭირდება. სახელმწიფო რესურსი მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს მხოლოდ იმ პროფესიებზე, რომლებზეც იქნება რეალური მოთხოვნა, რა თქმა უნდა ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით.” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.